საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 22
უკანასკნელი აქტიურობა: სექტემბერი 17, 2024
• 1 სექტემბერი • 2 სექტემბერი • 3 სექტემბერი •
• 4 სექტემბერი • 5 სექტემბერი • 6 სექტემბერი •
• 7 სექტემბერი • 8 სექტემბერი • 9 სექტემბერი •
• 10 სექტემბერი • 11 სექტემბერი • 12 სექტემბერი •
• 13 სექტემბერი • 14 სექტემბერი • 15 სექტემბერი •
• 16 სექტემბერი • 17 სექტემბერი • 18 სექტემბერი •
• 19 სექტემბერი • 20 სექტემბერი • 21 სექტემბერი •
• 22 სექტემბერი • 23 სექტემბერი • 24 სექტემბერი •
• 25 სექტემბერი • 26 სექტემბერი • 27 სექტემბერი •
• 28 სექტემბერი • 29 სექტემბერი • 30 სექტემბერი •
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, სექტემბერი 14, 2022. 2 გამოხმაურება 22 მოწონება
14 სექტემბერს (ძვ. სტ. 1 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს ინდიქტიონის დაწყებას - საეკლესიო ახალი წელიწდეულისას! საეკლესიო სწავლების მიხედვით, დღე, როდესაც მაცხოვარმა ნაზარეთში სინაგოგაში იქადაგა, არის ის დღე რომელსაც ჩვენ ვდღესასწაულობთ 14 სექტემბერს - საეკლესიო წელიწადის დასაწყისი.ლუკა მახარებელი მოგვითხრობს: და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო: სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა. (ლკ. 4, 16-21) 312 წელს, კონსტანტინე…გაგრძელება
ტეგები: სექტემბერი, Qwellyland, ინდიქტიონი, თვენი, ახალი_წელი
ავტორი ლაშა, სექტემბერი 7, 2022. 0 გამოხმაურება 1 Like
6 სექტემბერს (ძვ. სტ 24 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მგალობელ ძმებს სტეფანეს (ვასილს), პოლიევქტოსს, ანდრიას, პეტრეს და ფილიმონ კარბელაშვილებს. წმინდა ძმები, XIX საუკუნის იმ მოღვაწეთა შორის აღირიცხებიან, რომელთაც საქართველოს საეკლესიო თუ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მათი სახელი, უმეტესწილად ქართული გალობის გადარჩენასთან ასოცირდება, რადგან სწორედ მათ გვარს ატარებს აღმოსავლეთის სკოლის გავრცელებული კილო „კარბელაანთ კილო“. თუმცა, ხუთ ძმას, ცალ-ცალკე უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის და ეკლესიის წინაშე. პეტრე და ანდრია წმინდა მოწამეების გვირგვინით შეამკო ქრისტეს ეკლესიამ, ხოლო ეპისკოპოს სტეფანეს, პოლიევქტოსს და ფილიმონს აღმსარებელი უწოდა. (ბიოგრაფიები იხილეთ:…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, სექტემბერი, მოწამე, ეპისკოპოსი
ავტორი ცისია. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, სექტემბერი 5, 2021. 1 გამოხმაურება 8 მოწონება
5 სექტემბერს (ძვ. სტ 23 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი, ეპისკოპოსის ხსენების დღეს. 130 წელს ქალაქ სმირნაში დაიბადა მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს. ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა (ხს. 8 მარტს) განსწავლა. მანვე მონათლა ჭაბუკი, ხუცესად აკურთხა და გალიის ქალაქ ლუგდუნში (დღევანდელი ლიონი - საფრანგეთში) გაგზავნა მხცოვან მღვდელმთავარ პოთინესთან. მალე ირინეოსს საპასუხისმგებლო დავალება მიეცა - აღმსარებლებმა რომის პაპ ელეფთერს (177-190) მისი ხელით ეპისტოლე გაუგზავნეს. წმიდანის არყოფნაში ყველა გამორჩეული ქრისტიანი საპყრობილეში ჩაყარეს. 178 წელს, ეპისკოპოს…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, სექტემბერი, თვენი
ავტორი ცისია. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, სექტემბერი 28, 2018. 2 გამოხმაურება 15 მოწონება
28 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს. წმიდა იოანე ზედაზნელისა მოწაფე იყო წმიდა მამა იოსებ ალავერდელი, რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, "ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა". აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა "მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზარხველი", ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული. …გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, ქველი, სექტემბერი, თვენი, 28 სექტემბერი
ავტორი ლაშა, სექტემბერი 10, 2018. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
10 სექტემბერს (ძვ. სტ. 28 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე შუშანიკს ხატი მიხეილ საბინინის კოლექციიდან მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში, ქრისტეს ეკლესიის მრავალრიცხოვან მოწამეთა რიცხვს ქართველი დედოფალი - შუშანიკი შეემატა, რომლის მარტვილობისა და აღსასრულის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული თხზულება უძველესია ქართული ლიტერატურისთვის და ჰაგიოგრაფიის ადრეულ პერიოდს განეკუთვნება. წმინდა შუშანიკი, ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. წმინდა…გაგრძელება
ტეგები: სექტემბერი, Qwellyland, მოწამე, თვენი, დედოფალი
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, სექტემბერი 21, 2016. 1 გამოხმაურება 13 მოწონება
21 სექტემბერს (ძვ. სტ. 8 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია დღესასწაულობს ღმრთისმშობლობას ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ისტორია გადმოცემულია აპოკრიფულ ლიტერატურაში, ღმრთისმშობლის მამა იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს რათა მისთვის მიემადლა შვილი. კარვობის, პასექის და ერგასის დღესასწაულზე, როცა ებრაელები ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მას უარი უთხრეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს. იოაკიმეს მწუხარება გაუორმაგდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე მარხვაში და მხურვალე ლოცვაში გაატარა. წმიდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. როდესაც წმინდა ანას მისმა მხევალმა წამოაყვედრა უშვილობა ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: "ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ღმრთისმშობლობა, ღვთისმშობლობა, თვენი
2017-ე შემოდგომის დაწყებას გაუმარჯოს ))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ სექტემბერი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!