გაწევრიანდით რუსთავის პატრიოტები, მოამაგენი და მოყვარენი!
გავაცნოთ ჩვენი ქალაქი საქართველოს და მსოფლიოს!
საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: რეგიონალური ჯგუფები
წევრები: 58
უკანასკნელი აქტიურობა: ივნ. 28, 2018
XI საუკუნის მემატიანის, ლეონტი მროველის მიხედვით, რუსთავი ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ცოლმა ააშენა, შემდგომ კი შვილს – კუხოსს გადასცა, რომელმაც, ლეონტის აზრით, სათავე დაუდო ამ ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ქართული ტომს –კუხებს. მისი მეორე ცნობის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობისას, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში, დიდ მცხეთასთან, ურბნისთან, უფლისციხესთან, სარკინესთან, კასპთან და სხვა ქალაქებთან ერთად უკვე რუსთავიც არსებულა. ამ მოსაზრების დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ იაღლუჯის მთასა და ცურტაველის ქუჩაზე აღმოჩენილი ძველი წელთაღიცხვით V-II საუკუნეების ნამოსახლარები და სამაროვნები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაოდაა დაცილებული, მაგრამ შესაძლოა ანტიკურ ეპოქაში რუსთავი, მცხეთის მსგავსად, სწორედ ცალკეულ, ურთიერთდაცილებულ უბნებად იყო გაშენებული.
ამ ვარაუდს ამყარებს მარცხენა ნაპირზე, მშენებელთა ქუჩასა და მდინარე მტკვრის ჭალაში, წყალსაქაჩთან აღმოჩენილი მოგვიანო ხანის (I-IV საუკუნეები.) ცალკეული სამარხები თუ ნასახლარები. ასევე, ნამოსახლარი და სამაროვანი მარჯვენა ნაპირზე და ერთი სამარხი მარცხენა სანაპიროზე (III-IV საუკუნეები).
ავტორი BrOliKa, მარტი 22, 2017. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. ესაა ერთ-ერთი ყველაზე ფერადი დღე, რომლის აღნიშვნა 2006 წელს დაიწყო. 21 მარტი სიმბოლურად შერჩეულია - 03 / 21. თარიღი აღნიშნავს 21-ე ქრომოსომას, ხოლო დაუნის სინდრომის ტრისომიულ მოვლენას - თვე, თავის რიგით ნომრის შესაბამისად. 21 მარტს, ქალაქ რუსთავის N9 საშუალო სკოლაც შეუერთდა მსოფლიო ფერხულს და მოსწავლე-მასწავლებლემა, ფერადი პლაკატებით და ბუშტებით აღნიშნეს ეს დღე!გაგრძელება
ავტორი BrOliKa. ბოლოს გამოეხმაურა: BrOliKa, დეკემბერი 28, 2015. 4 გამოხმაურება 6 მოწონება
ახალი წელი განსაკუთრებით საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისთვის, ამიტომ სკოლა-ბაღები საახალწლოდ დიდი მხიარულებითა და მორთულობებით გამოირჩევა, თუ მორთვის პროცესში ბავშვებიც ჩაერევიან, ყველაფერი უფრო ლამაზი და ხალასი გამოდის. მნიშვნელოვანი მომენტია საახალწლო ზეიმი. რუსთავის N1 ბაგა-ბაღი და N9 საჯარო სკოლა, საახალწლოდ ასე მორთეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.N1 ბაგა-ბაღიN9 საჯარო სკოლათქვენს სკოლა-ბაღებში რა ხდებოდა?გაგრძელება
ავტორი BrOliKa. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, მარტი 23, 2016. 1 გამოხმაურება 4 მოწონება
პირველი ქართული ფოლადის დაბადების თარიღი - 1950 წლის 27 აპრილი, 16:30. თუმცა იქამდე ვრცელი გზაა. ჯერ კიდევ სტალინის მართველობის საბჭოთა კავშირში გაჩნდა იდეა, საქართველოში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობიs შესახებ. ჩატარდა საძიებო სამუშაოები, დაიხარჯა 75 მილიონი მანეთი. ახლანდელი საავიაციო ქარხნის მახლობლად (თბილისში) ადგილიც შეარჩიეს. თავდაპირველად პერსონალისთვის საცხოვრებელი უნდა აეშენებინათ. ამ კუთხით სამუშაოებიც მალევე დაიწყო, თუმცა ერთ საკითხს საქართველოს კომ.პარტიის ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი არ ეთანხმებოდა - კანდიტ ჩარკვიანს ქარხნისთვის ადგილმდებარეობა არ მოსწონს. მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ქარხნის მშენებლობა შეჩერდა. 1944 წლის იანვარში, ომის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე, მოსკოვთან მდებარე სტალინის აგარაკზე გაიმართა შეხვედრა."დროა ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაიწყოს, ოღონდ ვფიქრობ რომ ეს გიგანტი თბილისში კი არა, მისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით უნდა აშენდეს. საქართველოში მეტალურგიული ქარხნის აგება, ახალ ქალაქს ჩაუსახავს სიცოცხლეს." …გაგრძელება
ტეგები: რუსთავის_ისტორია
ავტორი BrOliKa. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, დეკემბერი 1, 2015. 1 გამოხმაურება 3 მოწონება
ლუქსორი იმ იშვიათ პირამიდებში ერთიანდება, რომელიც მეოცე საუკუნეში აიგო. ეს პირამიდა წინ დაბმული სფინქსით ლას ვეგასს ამშვენებს, მეორე მეოცესაუკუნელი პირამიდა კი მინისაა და ლუვრში შესასვლელად გამოიყენებენ. სასტუმრო ლუქსორი სარკოფაგების (საძიებლების) გარდა, საცუარო აუზს, კაზინოს და სხვა გასართობ დაწესებულებებს აერთიანებს. არის კიდევ ერთი პირამიდა, რომელიც რუსთავისკენ მიმავალ გზაზე მწვანე განათებით შეგეგებებათ. ეს პირამიდა უფრო სამხრეთ ამერიკული სტილისაა და ქალაქ რუსთავის სიძველის შესამაბისად, უფრო ანტიკური მასალით ნაშენი. სულაც არ მიკვირს ლას ვეგასს რომ გვამსგავსებენ, ეს ხომ ცხადზე ცხადია და დამეთანხმება ყველა, ვინც რუსთავში მოხვედრილა. აქვე, რუსთავული ლუქსორის პარალელურად, გეიმერების ანტიკურობაც ერთვის - ტეტრისი. ყველაფერ ამას კი შესასვლელიდან ზურგს აქცევს შოთა რუსთაველი და რატომღაც არ მიკვრის რომ ასე იქცევა. რას ფიქრობთ, ერთი ლუქსორი რუსთავშიც რომ აშენდეს?აუცილებლად სანახავი:•…გაგრძელება
ავტორი BrOliKa. ბოლოს გამოეხმაურა: George, ივნ. 28, 2018. 18 გამოხმაურება 5 მოწონება
როდესაც დრო გაქვს შენი ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ, მაშინ იმის საშუალებაც გეძლევა დეტალებს დააკვირდე, გაიაზრო და დაიმახსოვრო, რა თქმა უნდა თუ ეს ქალაქი შენთვის რამეს ნიშნავს და მისი თითოეული მტკაველი ძვირფასია. სწორედ ამიტომ, ხშირად ვაგროვებ მსგავს დეტალებს და ვაპირებ, ნელ-ნელა შემოგთავაზოთ ჩვენს ირგვლივ, ყოველდღიურობაში შეუმჩნეველი საინტერესო დეტალები, რა თქმა უნდა იმ ინფორმაციის დართვით, რაც შემიძლია რომ მათ შესახებ მოვიძიო, იქამდე კი, ვიდრე უშუალოდ შენობის შესახებ გამოვაქვეყნებდე სტატიას, მინდა რუსთაველების დაკვირვებული მზერა ან ლოგიკური აზროვნების უნარი გამოვცადო. დასაწყისისთვის იყოს მარტივი ფოტო. როგორ ფიქრობთ, ეს ბარელიეფი სად არის გამოსახული? (პასუხი დაასაბუთეთ) ციკლსაც ამ გვერდზე განვაახლებ ხოლმე: "…გაგრძელება
ტეგები: რუსთავი, ხეტიალი, ხეტიალი რუსთავში, მოხეტიალე_რუსთაველი, ბარელიეფი
ავტორი BrOliKa. ბოლოს გამოეხმაურა: BrOliKa, ივლ. 10, 2016. 3 გამოხმაურება 5 მოწონება
ამბობენ, წვიმაში ყველა ქალაქი ლამაზიაო. განსაკუთრებით რომანტიკული ქალაქების წვიმა მოსწონთ. რუსთავის რომანტიკულობისა და სასიყვარულობისა რა ვთქვა, მაგრამ წვიმაში ჩვენი შემოდგომაც არ ჩამოუვარდებოდა სხვა ქალაქების შემოდგომას. მოვსეირნობდი სამსახურიდან სახლში, ვუყურებდი ნაცნობ ადგილებს, ქუჩებს, სახლებს და განსაკუთრებულად ლამაზი მეჩვენებოდა შემოდგომა ჩვენს რუსთავში.გაგრძელება
ტეგები: შემოდგომა, qwellygraphy, ღვინობისთვე, რუსთავი, რომატიკა
aba rustavi gaaqtiurda :DD
xoo bavshveboo gadaecit yvela rustavels shemogviertdes :)
:D:D rustavi forever :D :D
rustavii chemi♥♥
<3 <3
I <3 rustavii
მადლობა ჩემს მეგობარ ლაშას და მცხეთელებს რომ ასეთი კარგი სოც.ქსელი დააარსეს. რაღა თქმა უნდა არა მარტო მცხეთელებს :-)
მომენატრა ჩემი რუსთავი და საქართველო
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ რუსთავი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!