ადგილი: თბილისი, სამღერეთის ქ. #13
წევრები: 13
უკანასკნელი აქტიურობა: მაისი 16, 2017
დარინა დავითაძე:
ხალხო, კეთილო ადამიანებო, ვიცი მომრავლდა ჩვენში გაჭირვება და განსაცდელი, ვიცი იტყვით კიდეც, დავიღალეთ ამდენით, რამდენს უნდა დავეხმაროთო, მაგრამ ღვთის წინაშე არაფერი იკარგება, გთხოვთ დაუდექით გვერდში ამ ადამიანს, ერთს თუ გაიღებთ ორი მოგეცემათ....ასე უფალი მოგვიწოდებს, ყველაფერი ღვთის ნებით ხდება და, და გჯეროდეთ საზღაური ორმაგი იქნება!!!!!!
საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტს, გიორგი ლომიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება!
გიორგიმ მიიღო ტვინის უმძიმესი ტრამვა, როცა ის მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა სტეფანწმინდაში, რამდენიმე ხნის განმავლობაში იყო კომაში, ამჟამად ვერ საუბრობს.
გიორგი ლომიძე კვლავ რომ დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეს საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც დახმარების გარეშე გიორგის ოჯახი ვერ შეძლებს.
გიორგის მეგობრები და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტთა ძალისხმევით სიონის ტაძართან გაიმართება ნახათებისა და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე შემოსული თანხა მოხმარდება გიორგის გამოჯანმრთელებას.
გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება, მობრძანდეთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ კეთილ საქმეში. უფალმა შეგაძლებინოთ და შეგიწიროთ!
გიორგის დასახმარებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ: ქალბატონი ხათუნას (გიორგის დედა) : 593 137 822
ავტორი didi darina, ივნ. 28, 2013. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით და ბიოლოგიის პედაგოგიის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ირაკლი გულედანის მიერ ხშირად ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ სწავლების ხარისხის ამაღლებას და საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის განმტკიცებას. ერთ-ერთი ასეთი პროექტი გახლავთ „მინი-ინკუბატორი“. დაინტერესებულმა მოსწავლეებმა, პედაგოგის დახმარებით და ხელშეწყობით, სკოლაში შექმნეს მინი-ინკუბატორი (მოიძიეს ინკუბატორისათვის შესაბამისი ქათმის კვერცხები, შეარჩიეს საჭირო ტემპერატურა) და 21 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა საინკუბაციო პერიოდი. ამჟამად მზრუნველობას უწევენ ახლადგამოჩეკილ წიწილებს. მოსწავლეებს და პედაგოგს, მომავალში გადაწყვეტილი აქვთ ურთიერთობა დაამყარონ ქალაქ თბილისის ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრთან და მათი დახმარებით მოახერხონ, სხვადასხვა ეგზოტიკური ფრინველების მომრავლება. ვფიქრობთ, ასეთი…გაგრძელება
ტეგები: ქველი, სკოლა-პანსიონი, ინკუბატორი, სიახლე, Qwelly
ავტორი didi darina, ივნ. 24, 2013. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პივრელწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოსწავლეთა მესამე პირად-გუნდურ საგნობრივ ოლიმპიადაში და წარმატეებს მიაღწიეს. დიპლომებით დაჯილდოვდნენქართული ენა:ლაზარიშვილი ლიზი, მე-4ბ კლასის მოსწავლე, პედაგოგი, ბელა ოქრიაშვილი.სამხარაძე თამარი, მე-9ა კლასის მოსწავლე, პედაგოგი, ფატი მუშკუდიანი.ბერია მაია და კაჭახმაძე თამთა, მე-8ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგი, თამარ ხარატიშვილი.მათემატიკა:ხოხიაშვილი ლუკა, კირვალიძე ვასილი, მე-5ა კლასი, პედაგოგი, შორენა ოქრიაშვილი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.გაგრძელება
ტეგები: სკოლა-პანსიონი, დაჯილდოება, ოლიმპიადა, წარმატება, QWELLY
ავტორი didi darina, ივნ. 24, 2013. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
2013 წლის 21 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების ფერწერის წრის მოსწავლეები (პედაგოგი, გაიოზ ზანდარაშვილი), სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით იმყოფებოდნენ ნარიყალაზე, სადაც ბუნებაში, ღია ცის ქვეშ შექმნეს ლამაზი ჩანახატები, ესკიზები. ლეონარდო და ვინჩიმ თქვა: „ნახატი პოეზიაა, რომელიც უფრო უკეთ ჩანს, ვიდრე იგრძნობა, ხოლო პოეზია ნახატია, რომელიც უფრო ჩანს, ვიდრე იგრძნობაო“. თავდაპირველად, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი თბილისი, ნარიყალას მიდამოები, ბოტანიკური ბაღი, შეარჩიეს მათვისს საინტერესო ხედები. აღსანიშნავია, რომ ფერწერის წრე უკვე ერთი წელია, რაც გაიხსნა და უკვე ბევრი სასიამოვნო წარმატება მოუტანა სკოლა-პანსიონს. ფერწერის წრის მოსწავლეები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებსა თუ გამოფენებში და ეზიარებიან ფერმწერის რთულ ხელოვნებას. ამ ბავშვებიდან შეიძლება ყველამ პროფესიად ხატვა არ აირჩიოს, მაგრამ ერთი რამ კი უდაოა, ისინი ხელოვნების…გაგრძელება
ტეგები: სკოლა-პანსიონი, ნარიყალა, მხატვრები, Qwelly
ავტორი didi darina, მაისი 14, 2013. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
სირიის ანტიორქია,კვიპროსი, სალამინიპაფოპამფილიის პერგიაპისიდიის ანტიოქიაიკონიალუსტრადერბელუსტრა, იკონია, პისიდიის ანტიოქიაპამფილიის პერგია,ატალიასირიის ანტიოქიაგაგრძელება
ავტორი didi darina. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, თებერვალი 20, 2013. 1 გამოხმაურება 2 მოწონება
მცირედით უწინარეს, სარწმუნოების დიდი თვალებით ვიხილეთ ამაღლებული ქრისტე და არაფრით დავკლებივართ იმათ ნეტარებას, რომლებიც ღირსნი გახდნენ საკუთარი თვალით ეხილათ იგი. უფალი ამბობს: „ნეტარნი არიან, რომლებსაც არ უხილავს და ირწმუნეს“ (იოანე 15.29). ამგვარნი არიან ისინი, რომლებმაც სმენის გზით ირწმუნეს გულსავსედ და რწმენის გზით იხილეს იგი.ამრიგად, ახლახანს ვიხილეთ ქრისტე, მიწიდან სხეულით ამაღლებული, აწ კი მოწაფეებზე მისგან ვლენილი წმინდა სულის გზით იმას ვჭვრეტთ, სადამდე მიწევნილა ამაღლებული ქრისტე, რაგვარ ღირსებამდე აუყვანია ჩვენი ბუნება, მან რომ ითვისა. ჭეშმარიტად, იქ ავიდა, საიდანაც გადმოვიდა მისგან გზავნილი სული, ხოლო თუ საიდან გადმოვიდა სული, ამას გვიცხადებს ის, ვინც იოელ წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „გადმოვღვრი ჩემი სულიდან ყველა ხორცზე“ (იოელ. 2.28). და მისდამი ამბობს დავითი: „გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს“ (ფს. 103.30).ამრიგად, ამაღლებული ქრისტე ასულია უზენაეს მამასთან და მიწევნილია თვით მამისეულ წიაღს (საიდანაც არის სულიც). წარმოჩნდა იგი მოზიარედ…გაგრძელება
ავტორი didi darina, თებერვალი 20, 2013. 0 გამოხმაურება 1 Like
ხალხო, კეთილო ადამიანებო, ვიცი მომრავლდა ჩვენში გაჭირვება და განსაცდელი, ვიცი იტყვით კიდეც, დავიღალეთ ამდენით, რამდენს უნდა დავეხმაროთო, მაგრამ ღვთის წინაშე არაფერი იკარგება, გთხოვთ დაუდექით გვერდში ამ ადამიანს, ერთს თუ გაიღებთ ორი მოგეცემათ....ასე უფალი მოგვიწოდებს, ყველაფერი ღვთის ნებით ხდება და, და გჯეროდეთ საზღაური ორმაგი იქნება!!!!!! საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტს, გიორგი ლომიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება! გიორგიმ მიიღო ტვინის უმძიმესი ტრამვა, როცა ის მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა სტეფანწმინდაში, რამდენიმე ხნის განმავლობაში იყო კომაში, ამჟამად ვერ საუბრობს. გიორგი ლომიძე კვლავ რომ დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეს საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც დახმარების გარეშე გიორგის ოჯახი ვერ შეძლებს. გიორგის მეგობრები და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტთა ძალისხმევით სიონის ტაძართან გაიმართება ნახათებისა და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე შემოსული თანხა მოხმარდება გიორგის გამოჯანმრთელებას. გთხოვთ…გაგრძელება
ტეგები: ქველობა, დახმარება, განცხადება, Qwelly
ავტორი didi darina, თებერვალი 12, 2013. 0 გამოხმაურება 1 Like
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიხსნა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა 2013 წლის 11 თებერვალს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების 80 და აღსაყდრების 35-ე წლისთავს. სკოლა-პანსიონმა რამდენიმე წლის წინ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო სტატუსის ფარგლებში პროფესიული საგანამნათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება. სწორედ ორიოდე წელია წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული პროგრამების საგანმანათლებლო ცენტრში ტიხრული მინანქრის, ხეზე მხატვრული ჭრის, ტანსაცმლის მოდელირების, თექის წარმოების…გაგრძელება
ტეგები: ფოლკლორი, გამოფენა, საქართველო, პანსიონი, Qwelly
ავტორი didi darina, თებერვალი 12, 2013. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით უკვე მესამე წელია ქალაქ თბილისში მოქმედებს საქართელოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი. 2009 წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობა-ნაგებობები საკუთრებაში (სიმბოლურ ფასად ერთ დოლარად) გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს და სრულიად საქართველოს კათილოკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სკოლა-პანსიონის ეზოში დაარსდა დიდი საეკლესიო და საერო მოღვაწის წმიდა ტბელ აბუსერისძის ეკლესია, რომელიც თამარის თანამედროვე გახლდათ. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი მირიან სამხარაძე. ამავდროულად მამა მირიანი დაინიშნა სკოლა-პანსიონის დირექტორად. პედაგოგიური კოლექტივი შეირჩა ორი კრიტერიუმით - ეს არის პროფესიონალიზმი და…გაგრძელება
ტეგები: ქველი, სკოლის_შესახებ, საპატრიარქოს_სკოლა, პანსიონი, სკოლა
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ მეფე თამარის სკოლა-პანსიონი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!