ივერიისად წოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, თავად ლუკა მახარებლის მიერაა შესრულებული...
სანამ ხატი თავის ადგილს დაიმკვიდრებს თითქმის ორასი წელი უნდა გავიდეს...
არავინ იცის სად იმყოფებოდა ღვთისმშობლის ხატი მას შემდეგ, რაც, მცირე აზიაში მცხოვრებმა კეთილმორწმუნე, ქვრივმა დედაკაცმა, ხატმებრძოლებისაგან დასაცავად ქღვის ტალღებს მისცა.
იმპერატორ თეოფილაქტეს სასტიკმა მეომარმა ხატს შუბი აძგერა, უმალ სისხლი გადმოსდინდა ღვთისმშობელს ღაწვიდან.
თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს ამბავი. ხატის ადგილსამყოფელი კი არავინ იცოდა, სანამ თავად არ ინება გამოჩინება სწორედ იმ ადგილზე, რომელიც საუკუნეების წინ თავად ღვთისმშობელმა აკურთხა.
999 წლის 31 მარტს ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად მიადგა ათონის ნაპირს.
ათონელმა მამებმა ზღვაზე ნათლის სვეტი შენიშნეს, რომელიც ცამდე აღწევდა. ეს სასწაული რამდენიმე დღე-ღამე მეორდებოდა. ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. ხატი ღვთისმშობლისა ტალღებზე აღმართულიყო. ბერებმა ხატის გამობრძანება სცადეს, მაგრამ რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ზღვაში, მით უფრო შორდებოდა იგი ივერონის ნაპირებს და „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან".
ლოცვად დადგა ივერონის საძმო და ევედრებოდნენ უფალს ებოძებინა მათთვის ეს სიწმინდე.
ღვთისმშობელმა „სათნომყოფელ და ღვთისმშობლის ფრიად მოყვარე“ - ქართველი ბერის - გაბრიელის ხელით ისურვა გამობრძანება. გამოეცხადა მამებს და აუწყა ეს სურვილი. გაბრიელს კი უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმიო." ბერი გაბრიელი შევიდა ზღვაში, მიირქვა ხატი გულზე, ფეხით გაიარა ტალღებზე და გამოაბრძანა. იმ ადგილზე, სადაც ხატი დააბრძანეს მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.
მონასტრის საკურთხეველში დიდი პატივით დაბრძანებული ღვთისმშიბლის ხატი დილით კარიბჭესთან იხილეს. ხატის სასწაულებრივი გადაადგილება რამდენჯერმე განმეორდა. ყოვლადწმინდა ქალწულმა გამოუცხადა ბერებს: „არა მოვედ, რათა დაცული ვიქმნე თქვენ მიერ, არამედ რათა თქვენ მცველ გექმნეთ. ... ვიდრემე იხილვებოდესსავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.
ბერებმა კარიბჭის თავზე აგებულ ტაძარში დააბრძანეს და უწოდეს „პორტაიტისა“ ანუ „კარიბჭის ღვთისმშობლის“ ხატი.
დღეს ათონის ივერთა მონასტერში აღარ არიან ქართველი ბერები, მონასტრის ქართული წარწერებიც ბერძნულადაა გადაკეთებული, მაგრამ იქ ბრძანდება ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება.
დედა-ღვთისმშობელმა თავის წილხვედრად გამოცხადებულ ათონის მიწაზე, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს შვილების მიერ დაარსებულ ქართველთა უძლიერეს სავანეში, ისევ ქართველი ბერის მიერ ინება ზღვიდან ამოყვანება და სახელიც ქართული ივერიისა - შემოიტოვა დღემდე.
1989 წლის 9 ოქტომბერს (26 სექტემბერს) ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.
მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.
ხატი დაბრძანებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.
ტეგები: 9 ოქტომბერი, Qwelly, ათონი, გაბრიელი, თვენი, ივერია, ღმრთისმშობელი, ხატი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•