საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: მსოფლიო
წევრები: 18
უკანასკნელი აქტიურობა: მარტი 27, 2020
• ლონდონის ოლიმპიური თამაშები 2012
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 29, 2016. 2 გამოხმაურება 2 მოწონება
რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების და იქ მოპოვებული 7 მედალის შემდეგ (იხ. დეტალურად ქართველების შედეგები), თითქოს საზოგადოების ყურადრება ოიმპიადის მიმართ ჩაწყნარდა. თუმცა, ოლიმპიური თამაშების შემდეგ იმართება პარაოლიმპიადა შშმ პირთა მონაწილეობით. წელს საქართველოდან 5 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში (მშვილდოსნობა, ძიუდო, ძალოსნობა, ცურვა და ეტლით ფარიკაობა) და მათ გამოსვლებს დეტალურად შემოგთვაზებთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, პარაოლიმპიურ თამაშებზე პირველად 2008 წელს წარსდგა ბეიჯინგში.ქართველი სპორტსმენები რიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე14 სექტემბერი, სამშაბათეტლებით ფარიკაობა ქალთა შორის შესარჩევი ირმა ხეცურიანი #GEO 2 - 5 #BLR ალესია მაკრიცკაია; ირმა ხეცურიანი #GEO 3 - 5 #CHN ფანგ იაო; ირმა ხეცურიანი #GEO 0 - 5 #ITA ბეატრის ვაიო; ირმა ხეცურიანი #GEO 4 - 5 #HKG იენ პინგ ჩანგი; ირმა ხეცურიანი #GEO 2 - 5 #GER სიმონე ბრაის-ბიტკი; მეოთხედფინალი ირმა ხეცურიანი #GEO 5 - 15 #HKG იენ პინგ ჩანგი;ცურვა ქალთა შორის 100 მლია ჩაჩიბაია; ადგილი: 9; დრო: 2::02:0613 სექტემბერი, სამშაბათძალოსნობა კაცთა შორის 97 კგაკაკი ჯინჭარაძე ადგილი: 13; წონა: 155 კილო10 სექტემბერი, შაბათიძიუდო კაცთა შორის 90 კგ. მეოთხედფინალი ზვიად გოგოჭური #GEO 100- 0s1 #ARG ხორხე ლენსიგა; ნახევარფინალი ზვიად გოგოჭური #GEO 101 - 0s1 #USA დარტანიონ კროკეტი; ფინალი ზვიად გოგოჭური #GEO 100 - 0s4 #UKR ოლექსანდრ ნაზარენკო;წაიკითხეთ…გაგრძელება
ტეგები: Qwelly, ქველი, პარაოლიმპიადა, რიო2016, ოლიმპიადა
ავტორი ლაშა, სექტემბერი 11, 2016. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
საქართველოს ნაკრები, პირველად 2008 წელს, ბეიჯინგში გამართულ პარაოლიმპიურ თამაშებზე წარსდგა. დებიუტნტებისგან დიდ შედეგებს არავინ მოელოდა. 2016 წელს, რიოში გამართულ პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველის პირველი მედალოსანი, თან ოქროსმედალოსანი ჰყავს - ზვიად გოგოჭური! მან ფინალში უკრაინელი ოლექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა (4 გაფრთხილება მიიღო უკრაინელმა) და ოქროს მედალი მოიპოვა! ზვიად გოგოჭური დაიბადა 1986 წლის 30 ოქტომბრს. იგი, ახლა 29 წლისაა და ამ ასაკისთვის მისი მედლების ჩამონათვალი, მართლაც შთამბეჭდავია.მისი შედეგები: 1 ადგილი, ოქრო - პარაოლიმპიური თამაშები, რიო (PARAL) - 90კგ [2016]2 ადგილი, ვერცხლი - ევროპის თასი, ბრატისლავა, ((ECUP)) - 100კგ [2016] 1 ადგილი, ოქრო - ECC გოლდენ ლიგა კაცებში, ვენა (ECC) - 9კგ0 [2015] 1 ადგილი, ოქრო - IBSA ევროპის ჩემპიონატი, ლისაბონი (EIBSA) - 90კგ [2015]2 ადგილი, ვერცხლი - საქართველოს ჩემპიონატი, თბილისი (NC) - 90კგ [2015] 1 ადგილი, ოქრო - IBSA მსოფლიო თამაშები, სეული (IBSAWC) - 90კგ [2015] 1 ადგილი, ოქრო - ევროპის კლუბის ჩემპიონატი (ECC) - 90კგ [2014]3 ადგილი, ბრინჯაო - საქართველოს ჩემპიონატი, თბილისი (NC) - 90კგ [2014] 1 ადგილი, ოქრო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი, მოტპელიერი (ETC) - 90კგ [2014] 1 ადგილი, ოქრო - გრანდ პრიქსი, თბილისი (GP) - 90კგ [2014]3 ადგილი, ბრინჯაო - გრანდ პრიქსი, დიუსელდორფი (GP) - 90კგ [2014] 1 ადგილი, ოქრო - ევროპის ღია თამაშები, ობერვარტი (WCUP) - 90კგ [2014]3 ადგილი, ბრინჯაო - საქართველოს ჩემპიონატი, თბილისი (NC) - 90კგ [2013]3 ადგილი, ბრინჯაო - IJF გრანდ სლემი, ბაქო (GSL) - 90კგ [2013] 1 ადგილი, ოქრო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი, ბუდაპეშტი (ETC0 - 90კგ [2013]3 ადგილი, ბრინჯაო - გრანდ პრიქსი, დიუსელდორფი (GP) - 90კგ [2013]2 ადგილი, ვერცხლი - საქართველოს ჩემპიონატი, თბილისი (NC0 - 90კგ [2012]3 ადგილი, ბრინჯაო - გრანდ პრიქსი ABU DHABI (GP) - 90კგ [2012] 1 ადგილი, ოქრო - საქართველოს სპრინგ ჩემპიონატი, თბილისი (NC) - 90კგ [2012]3 ადგილი, ბრინჯაო - გრანდ პრიქსი, ბაქო (GP) - 90კგ [2012]3 ადგილი, ბრინჯაო - შვეიცარიის ძიუდოს ღია თამაშები, ჟენევა, (IT) - 90კგ [2012] 1 ადგილი, ოქრო - მსოფლიო თასი,…გაგრძელება
ტეგები: ოქროსმედალოსნები, ძიუდო, რიო2016, პარაოლიმპიადა, ზვიად_გოგოჭური
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აგვ. 21, 2016. 25 გამოხმაურება 4 მოწონება
ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში იმართება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ქართველი მონაწილეები გახსნის დღიდან ჩაერთნენ ასპარეზობაში, ჩვენ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ჩვენი სპორტსმენების შედეგებს. დაგეგმილი ასპარეზობების შესახებ იხილეთ განრიგი:21 აგვისტო, კვირამძლეოსნობა (ჭიდაობა თავისუფალი სტილით) კაცთა შორის 97 კგ. მე-16 რაუნდი ელიზბარ ოდიკაძე #GEO 3 - 1 #ARM გეორგ კეტოევი მეოთხედფინალი ელიზბარ ოდიკაძე #GEO 6 - 1 #KAZ მამედ იბრაგიმოვი ნახევარფინალი ელიზბარ ოდიკაძე #GEO 4 - 9 #USA კილი სნიდერი ბრძოლა ბრინჯაოსთვის ელიზბარ ოდიკაძე #GEO 0 - 10 #ROU ალბერტ სარიტოვიმძლეოსნობა (ჭიდაობა თავისუფალი სტილით) კაცთა შორის 65 კგ. მე-16 რაუნდი ზურაბ იაკობიშვილი #GEO 3 - 1 #NGR ამას დანიელი მეოთხედფინალი ზურაბ იაკობიშვილი #GEO 1 - 3 #ITA ფრენკ ჩემიცომარათონი კაცთა შორისდავით ხარაზიშვილი #GEO ადგილი: 72; დრო: 2:20:47.20 აგვისტო, შაბათიმძლეოსნობა (ჭიდაობა თავისუფალი სტილით) კაცთა შორის 125 კგ. საკვალიფიკაციო გენო პეტრიაშვილი #GEO 10 - 0 #BUL დიმიტრი კუმჩევი მე-16 რაუნდი გენო პეტრიაშვილი #GEO 3 - 1 #UKR ალენ ზასიიევი მეოთხეფინალი გენო პეტრიაშვილი #GEO 1 - 3 #IRI კომეილ ღასემი რეფეშაჟი (შანსი ბრინჯაოსთვის) გენო პეტრიაშვილი #GEO 9 - 2 #CAN კორი ჯერვისი ბრძოლა ბრინჯაოსთვის…გაგრძელება
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აგვ. 21, 2016. 1 გამოხმაურება 5 მოწონება
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური პრიზიორი (ბრინჯაო) რიო 2016 გენო პეტრიაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი მედალი, ბრინჯაო მოუტანა! თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 125 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ფალავანი, ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ ბრძოლაში, ამერიკელ (Tervel Dlagnev) მეტოქეს შეხვდა და დაამარცხა 10 - 0 (31 წამში)!გილოცავთ! გენო პეტრიაშვილი დაიბადა გორში, 1994 წლის 1 აპრილს. 22 წლის ასაკში გენო არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია და რიო 2016-ზე ფავორიტთა შორის სახელდებოდა. გენო პეტრიაშვილმა, 2016 წელს, რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა 125 კგ. წონით კატეგორიაში. ფინალში დაამარცხა პოლონელი რობერტ ბარანი.გენო პეტრიაშვილის მედლებიოლიმპიური თამაშები ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - რიო, 2016 (125 კგ)მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - ბუდაპეშტი, 2013 (120 კგ) ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - ლას ვეგასი, 2015 (125 კგ)ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - თბილისი, 2013 (120 კგ) ოქროს მედალი – პირველი ადგილი - რიგა, 2016 (125 კგ)ევროპის თამაშები ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - ბაქო, 2015 (125 კგ)მივულცავთ ამ დიდ წარმატებას და კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ მომავალში!იხილეთ:• ქართველი ოლიმპიელების შედეგები 2016გაგრძელება
ავტორი ლაშა, აგვ. 20, 2016. 0 გამოხმაურება 0 მოწონება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი რიო 2016 ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა! თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ფალავანი, ფინალში, იაპონელ მეტოქეს (Rei Higuchi) შეხვდა და დაამარცხა 4 - 3!გილოცავთ! ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაიბადა გორში, 1991 წლის 18 აპრილს. ის ახლა 25 წლისაა და ამ ასაკის მიუხედავად, მისი სპორტული კარიერა უკვე 2 ოლიმპიურ და რადენიმე მსოფლიო დონის მედალს ითვლის. სულ ბოლოს, რამდენიმე თვის წინ, 2016 წელს, რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ლადო ხინჩეგაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი, ჰაჯი ალიევი დაამარცხა 61 კგ. წონით კატეგორიაში.ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მედლებიოლიმპიური თამაშები ვერცხლის მედალი – მეორე ადგილი - ლონდონი, 2012 (55 კგ) ოქროს მედალი – პირელი ადგილი - რიო, 2016 (57 კგ)მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედალი – მეორე ადგილი - ტაშკენტი, 2014 (57 კგ) ოქროს მედალი – პირველი ადგილი - ლას ვეგასი, 2015 (57 კგ)ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედალი – მეორე ადგილი - დორტმუნდი, 2011 (55 კგ) ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - თბილისი, 2013 (60 კგ) ოქროს მედალი – პირველი ადგილი - ვანტაა, 2014 (57 კგ) ოქროს მედალი – პირველი ადგილი - რიგა, 2016 (61 კგ) დღევანდელი გამარჯვებით, ვლადიმერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავეა!მივულცავთ ამ უდიდეს წარმატებას და კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ მომავალში!იხილეთ:• ქართველი ოლიმპიელების შედეგები 2016გაგრძელება
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: George, აგვ. 19, 2016. 5 გამოხმაურება 0 მოწონება
საქართველოს სპორტული ნაკრები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიაში წელს 39 სპორტსმენით გაემგზავრა, მათ შორის 9 ქალია (როგორც იცით, საქართველოს წელს 14 ოლიმპიური ლიცენზია აქვს). რიოში, წლის ყველაზე მასშტაბური და 4 წლის განმავლობაში, სპორტსმენებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობა გაიმართება. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, ხვალ, 6 აგვისტოს, 03:00 საათზე, რიო დე ჟანეიროში, მარაკანას ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ჩვენ რამდენიმე პოსტი მივუძღვენით ოლიმპიურ თამაშებს, ვიდრე ეს უკანასკნელი დაიწყებოდა, ახლა კი ქართველი სპორტსმენების შესახებ:ქართველი სპორტსმენების შეჯირბების განრიგი5 აგვისტო, პარასკევიმშვილდით სროლა ქალთა შორის (ინდივიდუალური) [20:00] სარეიტინგო რაუნდი ► ქრისტინა ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძემშვილდით სროლა ქალთა შორის (ჯგუფური) [20:00] სარეიტინგო რაუნდი ► ქ. ესებუა, ხ. ნარიმანიძე, ი. ლობჟანიძე6 აგვისტო, შაბათიძიუდო [17:28] კაცთა შორის 60 კგ. 32-ე რაუნდი ► ამირან პაპინაშვილი (საქ.) VS სერხიო პესსოა (კანადა)მიზანში სროლა [20:00] კაცთა შორის 10 მეტრიანი დისტანცია (air pistol) საკვალიფიკაციო ► ცოტნე მაჭავარიანიჩოგბურთი [22:30] კაცთა შორის ინდივიდუალური ► ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) VS პაბლო კუევასი (ურუგვაი)ცურვა [20:48] კაცთა შორის 400 მ. (თავისუფალი სტილი) ► ირაკლი რევიშვილი7 აგვისტო, კვირამიზანში სროლა [16:00] ქალთა შორის 10 მეტრიანი დისტანცია (air pisto) საკვალიფიკაციო ► ნინო სალუქვაძეძიუდო [17:28] კაცთა შორის 66 კგ. 32-ე რაუნდი ► ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) VS ანდრია გომბოკი (სლოვაკეთი)ცურვა [20:56] ქალთა შორის 100 მ. (ბრასი)თეონა ბოსტაშვილი8 აგვისტო, ორშაბათიძიუდო [17:35] კაცთა შორის 73 კგ. 32-ე რაუნდი ► ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) VS დაემატება9…გაგრძელება
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აგვ. 6, 2016. 1 გამოხმაურება 2 მოწონება
სოლო სინქრონული ცურვა ეს სახეობა 1992 წლის შემდეგ ამოიღეს. სოლო ცურვა გულისხმობდა მუსიკასთან, და არა სხვა სპორტსმენებთან,სინქრონულ მოძრაობებს.ბაგირის (გადა)ქაჩვა ინგლისი-ირლანდია ეს სახეობა 1920 წლის შემდეგ ოლიმპიური თამაშების დროს აღარ იმართება, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებლებში და საკმაოდ დიდი ფსონებიც იდებოდა მისი მსვლელობისას:)Jeu de paume ე.წ. ჩოგანბურთი სპორტის ეს სახეობა, რომელიც 1908 წლიდან ამოიღეს ოლიმპიური თამაშებიდან, ჩოგბურთის წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ის საკმაოდ პოპულარული გასართობი იყო. თანამედროვე ჩოგბურთისგან განსხვავებით, მასში აქტიურად მონაწილეობდა კედლები, რომლისგან ასხლეტილი ბურთები საკმაოდ რთული სამართავი იყო. დღესდღეობით მისი მხოლოდ 20 კორტი არსებობს და ელიტურ სპორტის სახეობად ითვლება.ბაგირზე ცოცვა გამარჯვებას მაგირზე მცოცავი თავიდან მხოლოდ სიმაღლის, შემდეგი კი ცოცვის სისწრაფის მიხედვითაც იღებდა, მაგრამ 1924 წელს, როდესაც 22 ერთნაირ შედეგიანი გამარჯვებული გამოვლინდა, შეფასების კრიტერიუმში ცოცბის სტილიც დაემატა. 1932 წელს კი საერთოდ ამოღებულ იქნა ოლიმპიური თამაშებიდან.საჰაერო ბურთების შეჯიბრება ესეც, როგორც მოსალოდნელია, საკმაოდ პოპულარული სახეობა გახლდათ, თუმცა მხოლოდ ერთხელ -1900 წელს ჩატარდა.მსაჯები აფასებდნენ ფრენის სიმაღლეს, ხანგრძლივობას, სისწრაფეს და დაშვების სიზუტეს. თუმცა იგი აიკრძალა იმ მიზეზით, რომ მასში გამოიყენებოდა დამატებითი მექანიზმი. მართალია, ეს აკრძალვა უკვე მოხსნილია, მაგრამ საჰაერო ბურთების დაბრუნების საკითხი არ განიხილება.სროლა ცოცხალი სამიზნით შეჯიბრი ამ სახეობაშიც მხოლოდ ერთხელ – იმავე 1900 წელს გაიმართა. წესები საკმაოდ მარტივი იყო – განსაზღვრულ დროში “სპორტსმენს” რაც შეიძლება მეტი მტრედი უნდა დაეხოცა. რასაკვირველია, ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს სახეობა ამოიღო და ეს იყო ერთდაერთი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიური თამშების დროს დაზარალდნენ ცხოველები.წაიკითხეთ სხვებიც:…გაგრძელება
ავტორი Rati Inashvili. ბოლოს გამოეხმაურა: Rati Inashvili, ივლ. 27, 2012. 2 გამოხმაურება 1 Like
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მომავალ ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის დაზუსტებული თარიღები გამოფინა. შეგახსენებთ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში 35 ქართველიც ჩაერთვება, რომლებიც სპორტის 12 სახეობაში არიან გადანაწილებულნი. აქვე ქართული ოლიმპიური განრიგის თითქმის სრული ვერსიაც: 27 ივლისი 16:00 - ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) - კვალიფიკაცია 28 ივლისი 11:15–14:00 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, პნევმატური) – კვალიფიკაცია და ფინალი 12:30-19:10 – ბეთქილ შუკვანი (ძიუდო, 60 კგ) 13:00 - გიორგი ნადირაძე (ველოსპორტი, საგზატკეცილო) – კვალიფიკაცია და ფინალი 14:30 – ანა ტატიშვილი (ჩოგბურთი) – I წრე 16:20 – მერაბ თურქაძე (კრივი) – 1/16-ფინალი ანა ტატიშვილი/მაკა ჩახნაშვილი (ჩოგბურთი) – წყვილთა ტურნირის I წრე 29 ივლისი 12:30 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 66 კგ) 12:00–14:45 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, პნევმატური) – კვალიფიკაცია და ფინალი 30 ივლისი 12:30-19:10 – ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო, 73 კგ) 16:00 – მშვილდოსნობა – 1/32-ფინალი და 1/16-ფინალი ჩოგბურთი (ერთეულები და წყვილები) – II წრე 31 ივლისი 12:30-19:10 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81 კგ) 14:14 – ირაკლი ბოლქვაძე (ცურვა, 200 მეტრი, ბრასი) – საკვალიფიკაციო ეტაპი ჩოგბურთი – 1/4-ფინალი 1 აგვისტო 12:00-19:10 – ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 90 კგ) 16:20 – კრივი – 1/8-ფინალი 22:30 – ცურვა (ბრასი, 200 მეტრი) – ფინალი 2 აგვისტო 12:00-19:10 – ლევან ჟორჟოლიანი (ძიუდო, 100 კგ) 16:00 – მშვილდოსნობა – 1/8-ფინალი 3 აგვისტო 12:00-19:10 – ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო, +100 კგ) 13:00 – რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა, 85 კგ) 22:50 – ბოლესლავ სხირტლაძე (მძლეოსნობა) – კვალიფიკაცია ჩოგბურთი 4 აგვისტო 17:00 ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) – კვალიფიკაცია და ფინალი 15:00 – ჩოგბურთი, ერთეულთა შეჯიბრის ფინალი. 22:55 – სიგრძეზე ხტომა. ფინალი 5 აგვისტო 16:00 – ზურაბ დათუნაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 74 კგ) კრივი – 1/4-ფინალი 6 აგვისტო 16:00-დან - რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) – სამივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 18:30 – გია მაჭავარიანი (ძალოსნობა,…გაგრძელება
ტეგები: ოლიმპიადა, ქართველები, Qwellyland, Qwelly
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ ოლიმპიური თამაშები_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!