თურქებისაგან მძიმე ჟამი დაუდგა საბერძნეთს XI საუკუნეში. მაჰმადიანებმა დაარბიეს საბერძნეთის ტერიტორიები მცირე აზიაში, შეურაცხყვეს ქრისტიანული ტაძრები, ხატები, სხვადასხვა სიწმინდეები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მირონლუკიაში, სადაც სპეციალურად წმინდა ნიკოლოზის პატიოსანი ნაწილების დარბევისთვის გაგზავნეს რაზმი, მაგრამ იქ მისულებმა სხვა სამარხი შეურაცხყვეს და უკან გაბრუნდნენ.
მირონლუკიის დარბევის და საფლავთა მოოხრების ამბავმა ერთნაირად შეაძრწუნა როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ეკლესიები. იტალიიდან, ქალაქ ბარიდან გამოემართა ვაჭართა გემი მირონლუკიისგენ. ვაჭრებს განზრაღული ჰქონდათ, უკან გაბრუნებისას საკვირველმოქმედი მთავარეპისკოპოსის წმინდა ნაწილები გამოესყიდათ და ქალაქ ბარში გადაესვენებინათ. როდესაც ტაძართან მივიდნენ, იქ მხოლოდ ოთხი ბერი დახვდათ, რომლებიც საფლავს იცავდნენ და გულმხურვალედ ლოცულობდნენ. როგორც კი ვაჭრებმა ჰკითხეს წმინდა ნიკოლოზის საფლავის ადგილი, ბერებმა იმ წამსვე მიასწავლეს, რადგან წმინდა ნიკოლოზისგან ჰქონდა უწყება საფლავის დაცვისა და როდესაც 50_მდე ჯარისკაცი იხილეს, ისინი სწორედ მცველებად მიიჩნიეს. მაშინ ბარელებმა საფლავი გახსნეს და წმინდა ნაწილთა გადაბრძანება დააპირებს. ბერებს არ უნდოდათ წმინდა ნაწილების მირონლუკიიდან გადასვენება, მაგრამ უკვე გვიანი იყო - ვეღარც ქალაქის გაფრთხილებას ასწრებდნენ და არც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ. ბარელებისგან შეთავაზებულ 300 ოქროს მონეტაზე უარი განაცხადეს. გამოეთხოვნენ წმინდა ეპისკოპოსს. 1087 წლის 20 აპრილს მათემ მირონით სავსე სარკოფგიდან წმინდა ნიკოლოზის პატიოსანი ნაწილები აღმოსვენა და გემით წააბრძანა ქალაქ ბარში.
ბარელები ზეიმით შეეგებნენ წმინდა მღვდელთმთავრის შებრძანებას იტალიის მიწაზე. პატიოსანი ნაწილები წმინდა სტეფანეს ეკლესიაში დაკრძალეს 1087 წლის 9 მაისს, ერთი წლის შემდეგ კი პაპმა ურბან II-მ ახლადაშენებული, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხა.
მრავალი სასწაული აღესრულა წმინდა ნაწილთა გადასვენებისას, მრავალი მომლოცველი იკურნება წმინდა ნაწილებთან რწმენით მიახლებული და კიდევ მრავალჯერ განცხადდება უფლის სახელი წმინდა ნიკოლოზის საფლავთან.
იხილეთ:
ტეგები: 22 მაისი, Qwellyland, may, თვენი, მაისი, ნიკოლოზობა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•