საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 24
უკანასკნელი აქტიურობა: ივლ. 6, 2024
• 1 ივლისი • 2 ივლისი • 3 ივლისი •
• 4 ივლისი • 5 ივლისი • 6 ივლისი •
• 7 ივლისი • 8 ივლისი • 9 ივლისი •
• 10 ივლისი • 11 ივლისი • 12 ივლისი •
• 13 ივლისი • 14 ივლისი • 15 ივლისი •
• 16 ივლისი • 17 ივლისი • 18 ივლისი •
• 19 ივლისი • 20 ივლისი • 21 ივლისი •
• 22 ივლისი • 23 ივლისი • 24 ივლისი •
• 25 ივლისი • 26 ივლისი • 27 ივლისი •
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ივლ. 7, 2020. 1 გამოხმაურება 20 მოწონება
7 ივლისს (ძვ. სტ. 25 ივნისს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს წმინდა იონე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს წმინდა წერილში, კერძოდ ლუკას სახარებაში მოთხრობილია იოანე ნათლისმცემლის შობის შესახებ. მისი მშობლები (ზაქარია და ელისაბედი) უკვე ღრმად მოხუცებულნი იყვნენ და მიუხედავად მათი ღმრთივსათნო ცხოვრებისა ჯერ კიდევ არ ჰყავდათ შვილი. ამიტომ ებრაელთაგან ათვალწუნებულები იყვნენ. უფალმა შეისმინა მათი ვედრება და ერთხელაც, ზაქარიას რომელიც მღვდელმსახური იყო, ანგელოზი ეჩვენა, რომელმაც უთხრა, რომ ელისაბედი, მისი ცოლი შობდა ძეს, რომლისთვისაც იოანე უნდა დაერქმია ზაქარიას. მაშინ ღმრთის მოშიშ ზაქარიას გაუკვირდა, როგორ შეეძლო ელისაბედს ეშვა, ვინაიდან ის საკმაოდ ხანდასმული იყო. მაშინ ანგელოზმა უთხრა "და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა" (ლკ. 1, 20). მართლაც, როდესაც მოიწია ჟამი ელისაბედის მშობიარობისა, შვა ძე. როდესაც ჰკითხეს თუ რა სახელი უნდა დარქმეოდა, ელისაბედმა უპასუხა რომ…გაგრძელება
ტეგები: ივლისი, სახარება, თვენი, ზაქარია, Qwellyland
ავტორი ლაშა, ივნ. 1, 2020. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
19 ივლისს (ძვ. სტ. 6 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა სისო დიდს! მეხუთე საუკუნეში, ეგვიპტეის ერთ-ერთ მონასტერში, იქ სადაც ანტონი დიდი მოღვაწეობდა ნახევარ საუკუნეზე მეტხანს, მივიდა ერთი ჭაბუკი, რომელსაც თავისი ასაკის მიუხედავად, ამ წუთისოფლის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს იყო წმინდა სისო. სიჭაბუკიდანვე უფლის მონაზვნებაში მყოფმა სისომ, მძიმე ასკეტური ცხოვრებით სრულიად განიცმინდა სული და სხეული და უფალმა მას სასწაულთა ქმნის ნიჭი, მკვდართა აღდგინების ძალა და ეშმაკთა განდევნის მადლი მიანიჭა. მოყვასისადმი განსაკუთრებული სიყვარული ქონდა. მონასტერში მოსულ თითოეულ ადამიანს უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი სითბოთი და სიყვარულით ეფერებოდა. როცა ერთმა მეუდაბნოემ წმიდანს ჰკითხა, როგორ შეძელით, ღვთის მარადიული ხსოვნისთვის მიგეღწიათო, მან უპასუხა: "ეს ჯერ კიდევ არაფერია, შვილო ჩემო, უმთავრესია - საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა". ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი…გაგრძელება
ტეგები: მონაზონი, მონასტერი, ივლისი, თვენი, Qwellyland
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ივლ. 25, 2018. 1 გამოხმაურება 10 მოწონება
25 ივლისს (ძვ. სტ. 12 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათონის მთაზე ქართლი სამონაზვნო ცხოვრების დამაარსებლებს - იოანეს და გაბრიელს…გაგრძელება
ტეგები: ივლისი, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, ათონი, Qwellyland
ავტორი ლაშა, ივლ. 9, 2018. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
9 ივლისს (ძვ. სტ. 26 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ეპისკოპოსს იოანეს მერვე საუკუნეში, საქართველოში ეპისკპოსად ხელდასხმული ეპისკოპოსი, იოანე, სიღრმიდან ღმრთისერთგულების ფიცი დადო და სულ მალე ბერად აღიკვეცა. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, ისტორიულ ყირიმში, რომის იმპერიის აღმოსავლეთში (გუთში, გოთიაში). იმ ხანად ხატმბრძოლმა იმპერატორმა კონსტანტინემ (კოპრონიმი) (741-775) გადაწყვიტა გუთელი მღვდელ განედევნა. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში. წმინდა მამის ხსენება, ასევე აღნიშნება…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ყირიმი, ქველი, ეპისკოპოსი
ავტორი ლაშა, ივლ. 5, 2018. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
5 ივლისს (ძვ. სტ. 22 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს ზენონსა და ზინას ძველ არაბეთში, შუა საუკუნეების გარიჟრაჟზე არსებობდა აზიური ფილადელფია (სოფელი არაბეთში). სწორედ ამ სოფლიდან იყვნენ წარმოშობით წმინდა მოწამეები ზენონი და ზინა. ზენონი საკმაოდ მდიდარი იყო და მაცხოვრის ნაქადაგების მიხედვით, გასცა ყოველივე მონაგები და ქრისტეს სიყვარულისთვის, ხმამაღლად აღიარა თავი ქრისტიანად, მონებიც გაათავისუფლა და მის ერთგულ მსახურ ზინასთან ერთად მმართველის წინაშე წარსდგა და კერპთმსახურებაში ამხილა იგი. ქრისტიანთა მდევნელმა აღმსარებლის წამება ბრძანა. წმიდანები ძელზე დაჰკიდეს. მტარვალებმა მათ რკინის მარწუხებით დაუწყლულეს სხეული, ჭრილობებს ძმრითა და მარილით უღიზიანებდნენ, გახურებული შანთით უწვავდნენ ხორცის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს, ბოლოს კი ცეცხლიან ორმოში ჩაყარეს და ადუღებული ზეთი გადაასხეს. ღვთის მადლით სასწაულებრივად გადარჩენილ წმიდანებს თავები მოკვეთეს (+304).…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, მოწამე, ივლისი, თვენი
ავტორი ლაშა, ივლ. 4, 2018. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
4 ივლისს (ძვ. სტ. 21 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე მეფეებს - არჩილსა და ლუარსაბს წმიდა მოწამე არჩილ მეფე ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. მისი მეფობის ჟამი იყო შეუპოვარი ბრძოლა უსჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ და საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი ზრუნვა. არჩილის მამამ ქართლის ერისთავმა ადარნასემ (მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელი) ქართლის გამგებლად არჩილის უფროსი ძმა მირი დასვა. არჩილი ყოველმხრივ გვერდით ედგა უფროს ძმას და ღვთის შიშითა და სიყვარულით ზრუნავდა სამეფოზე. მირის მეფობის ჟამს ქართლში მურვან ყრუ შემოიჭრა, პირსისხლიანმა ჯალათმა „ყოველივე შენებული და სიმაგრენი საქართველოსნი“ შემუსრა და სისხლით მორწყო ქვეყანა. მირი და არჩილი აფხაზეთში გაიხიზნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. უფალმა ისმინა მართალთა ლოცვა: ერთ ღამეს წმიდა არჩილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა: „აღდეგ და ებრძოლე უსჯულოთა მათ, რამეთუ ანგელოზი უფლისა წინა წაგიძღუეს თქუენ და თქუენ წილ უფალი ბრძოდის“. მირი და…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, მეფე, ივლისი, თვენი
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ ივლისი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!