ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველიციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელსმიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამრხები აღმოჩნდა ციხის აღმოსა
დარეგისტრირდით და შემოუერთდით გორის ჯგუფს. ერთად ვწეროთ ჩვენი ქალაქის პრობლემების თუ მიღწევების შესახებ!
საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: რეგიონალური ჯგუფები
წევრები: 33
უკანასკნელი აქტიურობა: მაისი 20, 2017
იხილეთ: გორის უნივერსიტეტის შემოდგომა
ავტორი ლიკა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, მაისი 20, 2017. 2 გამოხმაურება 7 მოწონება
პატარა გორი დიდია, ანუ გორის პეიზაჟები, პანორამები და ფოტოაპარატით გორის ქუჩებშიგორის მთავარი მშვენება - გორელებიღამის გორი ანუ ტბილი ძილი და ეს ერთი და სხვა მრავალიგაგრძელება
ტეგები: გორიგრაფია, ფოტოკოლაჟი, ფოტოგრაფი, გორი, Qwelly
ავტორი ლიკა, მაისი 21, 2016. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გორის ყველა სტუმარი, ქართველი თუ უცხოელი ტურისტი მიისწრაფვის სტალინის სახლ-მუზეუმისკენ. რა თქმა უნდა, იქ სანახვი მართლაც ბევრია, იქნება ეს "დიდი ბელადის" მემორიალური სახლი თუ ნივთები, ვაგონი თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ძღვნად მორთმეული საჩუქრები. მაგრამ ცოტამ თუ იცის გორში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არსებობის შესახებ, არადა ეს უკანასკნელი სტალინის სახლ-მუზეუმამდე რამდენიმე წლით ადრე გაიხსნა. 1935 წელს, ქალაქ გორში, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, შემდგომში ქართველი ეთნოგრაფის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის სერგი მაკალათიას სახელობის მუზეუმი გაიხსნა. ჩვენს წ. აღ.-მდე, IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ნუმიზმატიკის ნიმუშები, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ქართული და ყარაბაღული ფარდაგები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, ხალიჩები და ქირმანშალები - ყველაფერი ეს წარმოდგენილია სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ…გაგრძელება
ტეგები: ისტორია, მუზეუმი, ეთნოგრაფია, გორი, Qwelly
ავტორი pino გიო. ბოლოს გამოეხმაურა: თამარი, იანვარი 20, 2015. 1 გამოხმაურება 9 მოწონება
მეუფე თადეოზი 1946 12 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ფლავში დაიბადა.1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში.1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ.ქრონოლოგია: 1977 – მღვდელი; 1979 – წილკნის ეპისკოპოსი; 1982 – აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი; 1984 – მანგლელი მთავარეპისკოპოსი; 1993-1995 – ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი; 1995-2003 – ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი; 2003 – ბოლნისის მთავარეპისკოპოსი; 2005 – თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის…გაგრძელება
ტეგები: ქველი, ეკლესია, მოღვაწეობა, ეპისკოპოსი, გარდაცვალება
ავტორი თამუნა გოგინაშვილი, იანვარი 21, 2013. 0 გამოხმაურება 11 მოწონება
გორიჯვარი ქალაქ გორის პირისპირ, თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე, ამოზიდულია გორიჯვრის მთა, რომელზეც მდებარეობს ძველისძველი ტაძარი გორიჯვარი. IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი, მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად. ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX ს.-ის ნაგებობა იყო. ეს დადასტურდა 1988 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. გორიჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე, ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით, დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი. მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა. 1920 წლის მიწისძვრამ სულ დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. ტაძრის მოხატულობა შეასრულა მხატვარმა ნოდარ აბრამიშვილმა. ეკლესია აკურთხა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. გორიჯვრის მიდამოებში არის სამკურნალო წყალი, რომელიც ძველი დროიდან არის ცნობილი.უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი წარმოადგენს…გაგრძელება
ტეგები: ქალაქი, ღირსშესანიშნაობა, Gori, ვერეს_ციხე, უფლისციხე
ავტორი leqso bondarenko, ივლ. 14, 2012. 0 გამოხმაურება 14 მოწონება
გორის ციხის ნანგრევებზე სხვადასხვა დროის მრავალი ფენა განირჩევა, მაგრამ თვით ძველი ქალაქის კვალი თითქმის მთლად წაშლილია ახალი განაშენიანებით. გორის ადრეული ხანის ისტორიაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ 1946 წელს ჩრდილოეთის ფერდობის ჩამოზვავებამ ისტორიის ერთი მეტად საყურადღებო ფურცელი გაგვიშალა: გამოჩნდა ანტიკური ხანის კედლის შესანიშნავი წყობა, რომელიც შეიძლება ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველი ათასეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღდეს. ისტორიულ წყაროებში გორი პირველად VII საუკუნის პირველი ნახევრის ამბებთან იხსენიება. როგორც გადმოცემა მოწმობს, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა – არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი გორში ჩაფლა. ისტორიკოს ჯუანშერის მიხედვით, ამ სამალავს "ტონთიო" ეწოდება, რაც ნიშნავს "ოქროს მთას". ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქ გორის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს, რაც XII საუკუნის დამდეგს უნდა მომხდარიყო. ქალაქ გორზე შედარებით მეტი ცნობები მოგვეპოვება XVIII…გაგრძელება
ტეგები: ქალაქი, ციხე, საქართველო, გული, Qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ გორი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!